04 მაისი 2024,   15:14
ვრცლად
"როგორც არ უნდა შევცვალოთ კონსტიტუცია, პრეზიდენტი ვეტოს აუცილებლად დაადებს“- ირაკლი კობახიძე

"როგორც არ უნდა შევცვალოთ კონსტიტუცია და რა ცვლილებაც არ უნდა შევიტანოთ, პრეზიდენტი ვეტოს აუცილებლად დაადებს“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდი დამატებითი კონსულტაციებისთვის მზად არის.

„დამატებითი კონსულტაციებისთვის მზად ვართ, რისი შეცვლაც არის შესაძლებელი მესამე მოსმენის ფარგლებში. ჩვენ ასეთი კონსულტაციებისთვის მზად ვართ. შეიძლება დოკუმენტში ცვლილებები შევიდეს. კონსულტაციებისთვის ღია ვართ. საბოლოო ჯამში, კონსტიტუცია შემოდგომაზე იქნება მიღებული. ეს ის პირობაა, რომელიც დღესვე შეგვიძლია დავდოთ. დარწმუნებული ვარ, როგორც არ უნდა შევცვალოთ კონსტიტუცია და მასში რა ცვლილებაც არ უნდა შევიტანოთ, მას პრეზიდენტი ვეტოს აუცილებლად დაადებს. ეს მისი გაცხადებული ნებაა, შესაბამისად, შემოდგომის სესიის განმავლობაში ვეტოს უპირობოდ ველოდებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები