04 მაისი 2024,   13:51
ვრცლად
ეკლესიას არ გააჩნია შეხედულებები სახელმწიფო საზღვარზე - რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი პატრიარქ კირილის საქართველოში შესაძლო ვიზიტზე საუბრობს

„რა თქმა უნდა, უწმინდესი პატრიარქი კირილი აქ ასეთ ვიზიტს განახორციელებს და ამაში ეჭვი არ მეპარება“,- ასე უპასუხა რუსეთის საპატრიარქოს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვახტანგ ყიფშიძემ, „კურიერის“ კითხვას, რუსეთის პატრიარქის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

ვახტანგ ყიფშიძე მედიაფორუმზე იმყოფებოდა, რომელიც არსებული ინფორმაციით, „გაზპრომის“ მიერ იყო დაფინანსებული. მედიაკონფერენციას ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი მიხეილ შვიდკოი და ჟურნალისტი ვლადიმერ მამონტოვი ესწრებოდნენ.

„სხვა საქმეა, რომ ამ ვიზიტის თარიღები ჯერ განსაზღვრული არ არის. აფხაზეთის პრეზიდენტი არ არის სასულიერო ლიდერი და ასეთი შეხვედრები პროტოკოლური შეიძლება იყოს. თქვენ როგორც ჩანს, ურევთ კანონიკურ და სახელმწიფო საზღვრებს. ეკლესიას არ გააჩნია შეხედულებები სახელმწიფო საზღვარზე. მას აქვს მხოლოდ ხედვა კანონიკურ საზღვრებზე, რომელიც შეუცვლელი რჩება. ამიტომ შეხვედრას, გარკვეულ პოლიტიკურ მოღვაწეებთან, ეკლესიის კანონიკურ საზღვრებთან გავლენა არ აქვს“,- განაცხადა რუსეთის საპატრიარქოს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვახტანგ ყიფშიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები