03 მაისი 2024,   01:31
ვრცლად
2016 წელს სახელმწიფო ვალმა 15 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რომლის გადახდაც მომავალ თაობებს მოუწევთ - ზვიად ხორგუაშვილი

ხელისუფლების მიერ აღებულ დიდი ოდენობით ვალებსა და ამის კომპენსირებისთვის გაზრდილ გადასახადებზე ისაუბრეს დღეს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა.

ზვიად ხორგუაშვილის თქმით, 2016 წელს სახელმწიფო ვალმა 15 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რომლის გადახდაც მომავალ თაობებს მოუწევთ.

"ევროპული საქართველო" მოუწოდებს ხელისუფლებას, უარი თქვას ახალი ვალების აღებაზე და დაბალანსებული ფისკალური პოლიტიკა გაატაროს.

„გამოსავალი არის იმაში, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა დააყენოს საშველი და უნდა დააბალანსოს ბიუჯეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა შეამციროს დეფიციტური ხარჯვა,“ - განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.

დღის ამბები