26 აპრილი 2024,   17:37
ვრცლად
ხონის რაიონში ტყეში დაჭრილი მამაკაცი იპოვეს, რომელსაც ტყვია პირის ღრუში ჰქონდა ნასროლი

ხონის რაიონში, ივანდიდის ტყეში მწყემსებმა ახალგაზრდა დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით პირის ღრუში ჰქონდა მიყენებული. ამ დროისთვის მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრა ქურდული გარჩევის შემდეგ მოხდა. ამჟამად დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

დღის ამბები