04 მაისი 2024,   02:44
ვრცლად
ოზურგეთში ორი მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს

ოზურგეთში ორი მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანი მანქანაში ჩაცხრილეს.

ერთ-ერთი გარდაცვლილი გურამ ფოცხიშვილი, ე.წ. კანონიერი ქურდის შვილი, იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება. 

მანქანა, რომლითაც თავდასხმა მოხდა, მეზობელ სოფელში დამწვარი იპოვეს. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ "რუსთავი 2"-ს განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

დღის ამბები