04 მაისი 2024,   16:41
ვრცლად
 "არა რუსულ ფაშიზმს" - 23 ივლისს აღმაშენებლის გამზირზე მსვლელობა გაიმართება 

კიდევ ერთი მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე - აქციის გამართვას მოწოდებით, "არა რუსულ ფაშიზმს" პარტია "ევროპული საქართველო" გეგმავს. საინფორმაციო ფლაერების დარიგება თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ მეტრო "ღრმაღელიდან" დაიწყო.

თავად მსვლელობა "არა რუსულ ფაშიზმს" 23 ივლისს საღამოს 8 საათზე, აღმაშენებლის გამზირზე გაიმართება. 

„ამ აქციის მთელი არსი არის არა იმ პატარა მარგინალურ ჯგუფთან ჯიბრი, არამედ ჩვენება ყველასთვის, რომ საქართველო არ არის სიძულვილის და ძალადობის ქვეყანა. ჩვენება ხელისუფლებისთვის, რომ მის მიერ მართული ეს ჯგუფები, გუშინ ბესელიამ პატრიოტი უწოდა კორკოტაშვილს, რომელიც დღეს სისხლის სამართლის გამოძიების ქვეშ უნდა იყოს, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყანაში ასეთი ძალადობრივი გზით ადამიანების ურთიერთობას,“ -განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები