04 მაისი 2024,   02:16
ვრცლად
შეხვედრებისას გადავაწყდით ორ სხვადასხვა საქართველოს - NDI წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

"ჩვენ შეხვედრებისას გადავაწყდით ორ სხვადასხვა საქართველოს" - ასე აფასებს ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მონიტორინგის ჯგუფი. NDI-ის შეფასებით, მონიტორინგისას მათ ქვეყანაში ორი წინასაარჩევნო რეალობა დაინახეს.

აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი, აცხადებს, რომ შეხვედრების დროს „ქართული ოცნება“ განსხვავებულ საქართველოს ხატავს, ხოლო შეხვედრების დანარჩენი წევრები სრულიად საპირისპიროს.

„ერთი საქართველო, რომელიც დანახულია მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" მიერ და მეორე საქართველო, რომელიც ჩვენ აგვიღწერა ყველა დანარჩენმა ადამიანმა, რომელსაც შევხვდით. "ქართული ოცნების" საქართველოში ქვეყანა ძალიან ცოტა დემოკრატიული გამოწვევების წინაშე დგას. მედია თავისუფალია, მიუკერძოებელია, ერთადერთი გამონაკლისი არის „რუსთავი 2“. საარჩევნო და პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული დავები დროულად და მიუკერძოებლად განიხილება. არსებობს თავისუფალი და თანასწორი შეჯიბრებითობის პრინციპი. მეორე საქართველო კი, აბსოლუტურად სხვა სურათს ხატავს. აქ „ქართული ოცნება“ ახდენს ძალაუფლების კონცენტრირებას ერთი პარტიის ხელში, არ არის თანასწორი გარემო შექმნილი პოლიტიკაში, არის ზეწოლა პოტენციური დამფინანსებელი წყაროების მოძიებისთვის... ამგვარი განსხვავება არ არის ჯანსაღი და საზოგადოების გაყოფას უწყობს ხელს,“ - აცხადებს ლორა ტორნტონი.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო ცვლილებები და თვითმმართველობის რეფორმაც გააკრიტიკეს. მათი შეფასებით, კონსტიტუცია, რომელსაც საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა არ ექნება, კიდევ უფრო ამძიმებს წინასარჩევნო გარემოს. 

დღის ამბები