26 აპრილი 2024,   20:10
ვრცლად
რამდენიმე ადამიანის მკვლელობაში უვადოდ მსჯავრდებული ბაჩო შარაშენიძე შესაძლოა, პატიმრობიდან გაათავისუფლონ

პარლამენტის ყოფილი წევრის, ლაერტ ზუბადალაშვილის, შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული, ბაჩო შარაშენიძე, შესაძლოა, უვადო პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

ლაერტ ზუბადალაშვილმა არ იცის, რატომ გადაწყვიტა პროკურატურამ მკვლელობიდან 14 წლის შემდეგ საქმის ხელახალი გამოძიება.

მოკლულის მამა, შარაშენიძის გათავისუფლების შემთხვევაში, პროკურატურას შვილის მკვლელის ვინაობის დადგენას და დასჯას სთხოვს.

კურიერის ინფორმაციით, 2003 წელს ბახტრიონზე მოკლული ზურაბ ზუბადალაშვილის საქმეს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის სპეციალური დეპარტამენტი იძიებს. გამოძიების დაწყების ერთ-ერთი მოტივი საქმეში შეცვლილი ჩვენებები გახდა. 

მოკლულის მამისთვის არასანდოა იმ მოწმეების ახალი ჩვენებები, რომლებიც ზუბადალაშვილის მკვლელობის თანამონაწილეები იყვნენ, რადგან 2009 წელს ბაჩო შარაშენიძეს უვადო პატიმრობა სწორედ მათ მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეეფარდა.

ზუბდალაშვილის მკვლელობაში ბაჩო შარაშენიძის მონაწილეობას გამორიცხავს ადვოკატი და აცხადებს, რომ ის გაყალბებული ჩვენებების და მტკიცებულებების საფუძველზე გასამართლეს. მსჯავრდებულის მეუღლე, ირმა ბოქველი, კი ქმრის დაკავების რეალურ მიზეზად ოჯახის ბიზნესზე ზეწოლას ასახელებს.

საქმის ყოფილი პროკურორი მტკიცებულებების ფალსიფიცირებას კატეგორიულად უარყოფს. 

ბაჩო შარშენიძე, ზუბდალაშვილის მკვლელობის გარდა, სასჯელს კიდევ ორი პოლიციელის მკველობის საქმეზეც იხდიდა. 

 

დღის ამბები