26 აპრილი 2024,   20:30
ვრცლად
სადაც არ არის სეკულარიზმი, ჩვეულებრივი მოქალაქეები არ აკომპლექტებენ ხელისუფლებას - გიორგი მშვენიერაძე

„სეკულარიზმი არის გამოხატულება სახალხო სუვერენიტეტის,“ - ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ, არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, სეკულარიზმი თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების მიერ არის მოპოვებული.

„იქ, სადაც არ არის სეკულარიზმი, ჩვეულებრივი მოქალაქეები არ აკომპლექტებენ ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლებას აკომპლექტებს რომელიმე რელიგიური მიმდინარეობა, ან სასულიერო პირი,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

მისი აზრით, შემაშფოთებელია ის საკითხი, რომ პრემიერმინისტრმა სეკულარიზმის საკითხი ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

"თუკი ეს კლასიკური გაგებით ეს საქრათველოში მიუღებელია, ეს ნიშნავს, რომ დემოკრატია და თავად კონსტიტუციონალიზმი არის თავად მიუღებელი," - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები