NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს. ნატოში გაწევრიანებას მხარს 66% უჭერს.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 23%-ის მხარდაჭერა საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას აქვს, არცერთს არ ეთანხმება გამოკითხულთა 8%.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდს მოიცავს. კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.