04 მაისი 2024,   17:45
ვრცლად
ძლიერი ხანძარი წაღვერთან - ცეცხლის ჩაქრობას ვერტმფრენებით ცდილობენ

ძლიერი ხანძარი წაღვერთან, ე.წ. არჯევანიძეების ტყეში - ამ წუთებში ცეცხლის ჩაქრობას სამაშველო ვერტმფრენები და სახანძრო სამაშველო ბრიგადები ცდილობენ. ვერტმფრენები წყალს, ახლომდებარე სოფლიდან იღებენ. ადგილიზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადაც. 

"რუსთავი 2"-ის ვებ-რედაქტორის თქმით, ამ დროისთვის ცეცხლის სიმძლავრემ მცირედით იკლო. 

სპეციალისტების განცხადებით, ტყის მასივი ძნელად მისადგომია.

ცეცხლი წაღვერიდან 2 კილომეტრში, ე.წ. არჯევანიძეების ტყეში 6 ათას კვადრატულ მეტრზე იყო მოდებული. ახლომდებარე რაიონებიდან მიმდინარეობს სამაშველო ტექნიკის მობილიზება.

დღის ამბები