03 მაისი 2024,   22:59
ვრცლად
რომან გოცირიძის აზრით, უკრაინის მთავრობამ, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით, ოპონენტის ჩამოიშორებას ცდილობს

პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის დაწყება საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევაა.

დეპუტატის თქმით, ამ ქმედების წინააღმდეგ ყველა სამართლებრივი გზა იქნება გამოყენებული და საჭიროების შემთხვევაში, საქმე სტრასბურგამდეც მივა.

ის აცხადებს, რომ ამგვარად, უკრაინის ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილის სახით, ოპონენტის ჩამოშორებას ცდილობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები