26 აპრილი 2024,   17:34
ვრცლად
პოროშენკოს საქართველოში ვიზიტიდან რამდენიმე დღეში სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ დაწყებული პროცედურები

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხი მისი საქართველოში ექსტრადირებისა და გასამართლების თემას უკავშირდება. საქართველოს პროკურატურამ მესამე პრეზიდენტის ექსტრადირება პირველად 2 წლის წინ მოითხოვა, თუმცა მაშინ უკრაინაში ამ საკითხს არ განიხილავდნენ.

მიხეილ სააკაშვილმა მისი საქართველოში შესაძლო ექსტრადირების შესახებ ბოლო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც წერდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო საქართველოში ვიზიტის  დროს, ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი განიხილა.

მიხეილ სააკაშვილი „კურიერთან“ ინტერვიუშიც აღნიშნავდა უკრაინის პრეზიდენტის და საქართველოს ხელისუფლების ფარული მოლაპარაკების შესახებ.

უკრაინის კონსტიტუცია პეტრო პოროშენკოს მისი ქვეყნის მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემას უკრძალავს, თუმცა საქართველოს მთავარი პროკურორის თქმით სააკაშვილის უკრაინაში დაკავებისა და საქართველოსთვის მისი გადმოცემის შესახებ მოლაპარაკება თბილისსა და კიევს შორის ამ დრომდე მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეობის საკითხზე კომენტარებს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აკეთებდა. ის აცხადებდა, რომ უკრაინის მთავრობას სააკშვილის უკრაინის მოქალაქეობა უშლის.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები