26 აპრილი 2024,   20:16
ვრცლად
უკრაინის საემიგრაციო სამსახურის განცხადება სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის დაწყების შესახებ

საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის დაწყების შესახებ ინფრომაცია პირველად უკრაინულ მედიაჰოდინგ „ტსნ“-ზე გავრცელდა. მოგვიანებით კი ამის თაობაზე სპეციალური განცხადება უკრაინის საემიგრაციო სამსახურმა გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია:

„უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ წარმოდგენილი მასალები, რომლებიც  ქართული მხარის მხრიდან არის მიღებული, დაამუშავა უკრაინის სახელმწიფო საემიგრაციო სამსახურმა და გადასცა განსახილველად მოქალაქეობის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტთან არსებულ კომისიას. კომისიამ სხდომაზე ისინი დადგენილი თარიღით განიხილა. უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი, მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებას მოქალაქეობის საკითხებში კომისიის დასკვნის საფუძველზე იღებს.“

ამავე თემაზე
დღის ამბები