26 აპრილი 2024,   19:59
ვრცლად
ეს ამბავი არის ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო - გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის დაწყებას აფასებს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, გიგა ბოკერია, საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის დაწყებას საქართველოს იმიჯისთვის საზიანოდ მიიჩნევს.

მისი თქმით, თუ მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს კვლავ წამოწევს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ხელისუფლებას, რეალურად, ქვეყნის მთავარი პრობლემებით არ არინტერესებს.

„თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა და თუ ჩვენი მთავრობა შეეცდება ახლა ახალი ენერგიით მისი გადმოცემის მცდელობის განახლებას, ასე ვთქვათ, ეს იქნება კიდევ ერთხელ დადასტურება, რომ ჩვენი მთავრობისთვის ქვეყნის წინაშე მდგომი უმწვავესი პრობლემები კი არ არის მთავარი პრიორიტეტი, არამედ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რაც მხოლოდ საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის, პირველ რიგში, საერთაშორისო ასპარეზზე. თან ამ შედეგს მაინც ვერ მიაღწევენ, თუ მიხეილ სააკაშვილმა თვითონ არ გადაწყვიტა, რომ წინააღმდეგობა აღარ გაუწიოს ამას. მოკლედ, ყველა შემთხვევაში, მთელი ეს ამბავი არის ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები