03 მაისი 2024,   18:18
ვრცლად
უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი, ქართული პოლიტიკის „შარიკოვი“ - ანა დოლიძე ირაკლი კობახიძეზე

უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი, ქართული პოლიტიკის „შარიკოვი“ - ასე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარე სხდომათა დარბაზში დაპირისპირების შემდეგ მოიხსენია.

ანა დოლიძის თქმით, ქართული საზოგადოება შესაბამის ადგილს მიუჩენს მსგავს საქციელს.

"ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვიხილეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი. სამწუხაროდ, ეს არის ქართული პოლიტიკის „შარიკოვი“, რომელიც გარკვეული ვითარების გამო, მოხვდება თანამდებობაზე და შემდეგ შეურაცხყოფას აყენებს გარშემო ყველას. სამწუხაროდ, ის ასევე შეურაცხყოფას აყენებს ასევე ათიათასობით საჯარო მოხელეს, რომლებიც სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ, რადგან უდიერად მოიხსენიებს მოსამსახურეებს და ფიქრობს, რომ ისინი არიან აკვარიუმში მოთავსებული თევზებივით, რომელთაც ხმის ამოღების უფლება არ აქვთ,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძეს მოგვიანებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა უპასუხეს. მათ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი არა არგუმენტირებულობაში დაადანაშაულეს. დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს უფლებამოსილებები შეახსენეს.

„უბრალოდ მოწოდება პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იყო ის, რომ როდესაც საჯარო მოხელე, რომელსაც კანონით ევალება, რომ იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და ასრულებდეს მხოლოდ მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებას, ამ ფუნქციებს სცდება. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, არ მინდა დამატებით კონფლიქტში და დაპირისპირებაში შესვლა,“ - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.  

დღის ამბები