06 მაისი 2024,   13:08
ვრცლად
მაიკ პენსის ვიზიტი და მარგველაშვილის ინიციატივა - საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიური ინტერვიუ

საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიური ინტერვიუ - გიორგი მარგველაშვილმა „კურიერთან“ დეტალურად ისაუბრა მაიკ პენსისთვის ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის ინიციატივით მიმართვაზე. პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის გზავნილები იყო ძალიან მკაფიო და ამას საქართველოდან გარკვეული მოქმედება სჭირდება.

 „არაღიარებიდან ვიცეპრეზიდენტი გადავიდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკურ პოზიციაზე. მან თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. ეს ასე ნათლად ნათქვამი, რა თქმა უნდა, საქართველოს ყველა მოქალაქის ყურისა და გულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის გზავნილებზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე. მისი შეფასებით, ძალიან ნათელი იყო პენსის გზავნილები, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. მისივე განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას ხელს აწერს და აძლიერებს ნატო-ს შემადგენელი ყველაზე ძლიერი ქვეყნის ვიცე პრეზიდენტი და შესაბამისად, ეს აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციაა.

"ბუნებრივია, გაჩნდა უფრო მაღალ დონეზე, გლობალური და სტრატეგიული ხედვის დონეზე დანახული საქართველო-შეერთებული შტატების ურთიერთობის რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ ხედვის პარალელურად საჭიროება, რომ პოლიტიკოსის ამ ხედვას, რომელსაც მხარს ვუჭერთ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები, მოემსახუროს შესაბამისად შესაბამისი ინსტიტუტები და სტრუქტურები. აქედანვე მოდის იდეა იმის თაობაზე, რომ საგანგებო წარმომადგენელი იქნას დანიშნული,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პრეზიდენტის პასუხებს "კურიერის" მაყურებელი 21:00 საათიან გამოშვებაში ვრცლად ნახავს.

დღის ამბები