04 მაისი 2024,   06:19
ვრცლად
პირველი ქართულ-ამერიკული ფესტივალი ნიუ-იორკში

ნიუ-იორკის სცენაზე, ქართული დრამატურგიის ისტორიაში პირველად, ამერიკელებმა 9 ქართველი დრამატურგის პიესა დადგეს.

ამერიკაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის ირინა გაჩეჩილაძის ინიციატივით, ნიუ-იორკში პირველი ქართულ-ამერიკული თეატრალური ფესტივალი ტარდება. ფესტივალის განხორციელებისთვის ამერიკაში მოღვაწე ქართველ რეჟისორს 2 წელი დასჭირდა.

9 ქართველი დრამატურგის პიესები ნიუ-იორკის თეატრის სცენაზე, ამერიკელი რეჟისორები და მსახიობები ამჯერად მათთვის უცნობი ავტორების ტექსტებზე მუშაობენ. 

ფესტივალი ნიუ-იორკში 6 აგვისტოს დაიხურება, ფესტივალის იდეის ავტორი ახალი წამოწყებით და ამერიკელი დრამატურგების ნამუშევრებით უკვე საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.

დღის ამბები