03 მაისი 2024,   21:06
ვრცლად
საპროტესტო აქცია გორის რაიონში - მოსახლეობა სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა სოფლის ცენტრში შეიკრიბა და გორი-მეჯვრისხევის დამაკავშირებელი გზა გადაკეტა. ადგილობრივი მოსახლეობა სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებას და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდა. 

„წყალი მოგვიყვანეთ, მოსავალს მოვიყვანთ, ჩვენს ოჯახებსაც დავაკმაყოფილებთ და რაც დაგვრჩება, ქალაქში წამოვიღებთ,“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი.

მოგვიანებით, მათთან მხარის გუბერნატორი, მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა და პრობლემის მოგვარებაზე მუშაობის დაწყებას დაპირდა.

დღის ამბები