04 მაისი 2024,   05:43
ვრცლად
მმართველ ძალას გაუჩნდა მართლაც უალტერნატივობის განცდა - ფიქრია ჩიხრაძე

„ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს დასჩემდათ ასეთ პოზაში ჩადგომა, რომ პრეზიდენტის ნებისმიერ გამონათქვამზე აქვთ უმწვავესი რეაქცია,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ, „კურიერის“ პირდაპირ ეთერში, ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

საუბარია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე, რომელსაც მმართველი გუნდი განცხადებით პასუხობს. პრეზიდენტმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მმართველი პარტიისთვის ნებისმიერი განსხვავებული აზრი მიუღებელია.

ფრაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგი მარგველაშვილმა „ქართული ოცნების“ ლიდერებს მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა.

ფიქრია ჩიხრაძის აზრით, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის განცხადება შეურაცხყოფად გაურკვეველი მიზეზებით აღიქვა.

„მმართველ ძალას გაუჩნდა მართლაც უალტერნატივობის განცდა. მას არ სურს აბსოლუტურად არცერთი მხარისგან მოისმინოს განსხვავებული აზრი,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ის ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი დიალოგის რეჟიმს გაურბის. 

დღის ამბები