03 მაისი 2024,   22:19
ვრცლად
„საქართველომ უნდა დაანებოს ღობეზე ჯდომას თავი და აქეთ იქით ყურებას, რომელ მხარეს გადახტეს“ - გიორგი რუხაძე

„საქართველომ უნდა დაანებოს ღობეზე ჯდომას თავი და აქეთ იქით ყურებას, რომელ მხარეს გადახტეს,“ - ეს განცხადება საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, ევროპული კვლევების დირექტორმა გიორგი რუხაძემ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით გააკეთა.

დონალდ ტრამპმა კანონს, რომელიც რუსეთის, ირანისა და ჩრდილო კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, გუშინ მოაწერა ხელი.

გიორგი რუხაძე ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთს უწესებენ სანქციებს, მათ შორის, მის მიერ საქართველოში განხორციელებული ქმედებების გამო.

„უნდა თუ არ უნდა უკვე საქართველოს და მის ხელისუფლებას, ის უკვე არის ნაწილი ამ პოლიტიკის და ამ კონტექსტში, არ გაღიზიანებისა და რუსეთთან ურთიერთობის ილუზორული დალაგების პოლიტიკის გაგრძელება, ვეღარ მოხერხდება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს უკვე წინააღმდეგობაში მოვა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკასთან. საქართველომ უნდა დაანებოს ღობეზე ჯდომას თავი და აქეთ იქით ყურებას, რომელ მხარეს გადახტეს. ანუ ძალიან მკაფიოდ უნდა განსაზღვროს თავისი პოლიტიკა,“ - განაცხადა გიორგი რუხაძე.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე აცხადებს, რომ საქართველო არჩევანის წინაშე დგას.

„ერთის მხრივ, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ არ გაღიზიანების პოლიტიკა, მაგრამ ამით ჩვენ გაგვიჭირდება ამერიკელებთან, იმიტომ რომ, რაღაც ეტაპზე ჩვენ, მხარის არჩევა მოგვიწევს. მეორე ეს არის, რომ ჩვენ მხარი დავუჭიროთ ამ სანქციებს, ანუ ამ სანქციების ინიციატივას მივუერთდეთ და ვუთხრათ ამერიკელებს, ჩვენ ბოლომდე თქვენ მხარეზე ვართ,“ - აცხადება ხარშილაძე.

დღის ამბები