04 მაისი 2024,   05:50
ვრცლად
არსებობს რამე მსოფლიოში, რაშიც რუსეთს არ ადანაშაულებენ? - რუსეთის ელჩი გაეროში

რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას მოსკოვი სავაჭრო ომის გამოცხადებად აფასებს. დონალდ ტრამპმა კანონს, რომელიც რუსეთის, ირანისა და ჩრდილო კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, ხელი გუშინ მოაწერა.

რუსეთში პოლიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ კანონის ხელმოწერის შემდეგ, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ნორმალიზების შანსები აღარ არსებობს. 

მოსკოვის პოლიტიკის შევცლას გამორიცხავს რუსეთის ელჩი გაეროში, ვასილი ნებენზია.

„ეს კანონპროექტი შეერთებული შტატების კონგრესმა რუსეთის მიმართ ცრუ ბრალდებების ნიადაგზე მიიღო. არსებობს რამე მსოფლიოში, რაშიც რუსეთს არ ადანაშაულებენ? სანქციები აუცილებლად დააზარალებს ურთიერთობას შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. თუკი კანონპროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ ამით ჩვენს პოლიტიკას შეცვლიან, ისინი ცდებიან, როგორც ისტორიამ ეს არა ერთხელ აჩვენა და ეს მათ კარგად უნდა სცოდნოდათ. ჩვენ თავს არ დავხრით, არ გავტყდებით,“ - განაცხადა ვასილი ნებენზიამ.

დოკუმენტში, სადაც საქართველო 6-ჯერ და ოკუპირებული ტერიტორიები სამ-სამჯერ არის ნახსენები, დეტალურად არის ჩამოთვლილი რუსეთის ყველა ქმედება, რომელიც საერთაშორისო სამართლის დარღვევად ფასდება.

კონგრესის ორივე პალატის მიერ დამტკიცებული კანონი პრეზიდენტს სანქციების ერთპიროვნულად გაუქმების უფლებასაც უზღუდავს.

დღის ამბები