03 მაისი 2024,   23:09
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა - განმარტებები მინისტრთა კაბინეტში 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე განმარტებები მთავრობის წევრებმა გააკეთეს.

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ ამ საკითხით სპეკულირებას ვერ დაიწყებს და კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

მინისტრები აცხადებენ, რომ ეს თემა სამართლებრივ ჭრილში უნდა განიხილებოდეს.

„ეს საკითხი არის სამართლებრივ ჭრილში განსახილველი საკითხი, რამდენადაც თავად სააკაშვილის ფაქტორი და ფიგურა პოლიტიკურად საქართველოში აქტიური არ გახლავთ,“ - განაცხადა რეინტეგრაციის მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიქტორ დოლიძე ფიქრობს, რომ სააკაშვილი გასული ეპოქაა და ქვეყანამ მომავლიკენ უნდა გაიხედოს. 

„არ ვიქნები, სწორი, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კომენტარები ვაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით. სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის წარსული, გასული ეპოქა, ჩვენ მომავლისკენ ვიყურებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალი იქნება დაფუძნებული მშვიდობაზე,“ - აცხადებს დოლიძე.

მინისტრთა კაბინეტის კიდევ ერთი წევრი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ საქმე იურიდიული შინაარსისაა.

„მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობასთან მიმართებაში, მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ამ საკითხს, უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას აქვს თეორიულად ორი შემადგენელი. პოლიტიკური და იურიდიული. ჩემი ღრმა რწმენით, აქ პოლიტიკური შემადგენელი აქტუალური არ არის, ეს არის სუფთა, წმინდა წყლის იურიდიული საკითხი და ალბათ იურისტები ამას შეასრულებენ დადგენილი კანონმდებლობის მიხედვით,“ - აცხადებს სერგეენკო.

დღის ამბები