04 მაისი 2024,   04:33
ვრცლად
საქართველოში ფასების ზრდა შეუქცევად ხასიათს ატარებს - ზურაბ ჭიაბერაშვილი

საქართველოში ფასების ზრდა შეუქცევად ხასიათს ატარებს - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა "საქსტატის" კვლევა გაასაჯაროვა. გასული წლის ივლისთან შედარებით, ფასები 6 პროცენტით გაიზარდა. „ევროპული საქართველო“ პრობლემის მოგვარების გზად პარტიის ინიციატივას ასახელებს, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას გულისხმობს.

„ევროპულმა საქართველომ წარადგინა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროგრამა, რომელიც კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებშია ჩაშლილი და რომელიც გულისხმობს, გადასახადების დაწევას და ბიუროკრატიული ხარჯის შეკვეცას, იმისთვის, რომ მოხდეს ეკონომიკური ზრდა,“ - აღნიშნავს ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები