04 მაისი 2024,   02:09
ვრცლად
ანაკლიაში „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქტივისტი ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის ბრალდებით დააკავეს

ანაკლიაში „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქტივისტი დააკავეს. ბაქარ ყურშიას, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების ემ დი ემ ეი-ის შეძენა-შენახვა ბრალდება. დაკავებული ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. ის უკვე მოინახულა "თეთრი ხმაურის" ადვოკატმა. 

ადვოკატი გიორგი მახარაძე ამბობს, რომ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებული ნაცემი იყო და სხვადასხვა პროცედურულ დარღვევას ჰქონდა ადგილი, თუმცა მისი თქმით, მსგავს ქმედებები არ განხორციელებულა.

„მისთვის არ მიუყენებიათ ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციის თანამშრომლებს. დანარჩენ სამართლებრივი საკითხებს რაც შეეხება, ჩვენ დაველოდებით ექსპერტიზის დასკვნას,“ - აცხადებს ადვოკატი.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი დავით სუბელიანი ამბობს, რომ კანონმდებლობა, რომელიც დღეს არსებობს მსუბუქ ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ტურიზმის განვითარებას ხელს უშლის.

„დღევანდელი კანონმდებლობით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა, ფლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. სახელმწიფო თავის კანონს ასრულებს, მაგრამ ეს არ უწყობს ხელს ტურიზმის, ან საფესტივალო ბიზნესის განვითარებას, იმიტომ რომ ადამიანები თუკი შეშინებულები იქნებიან, რომ ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ შეიძლება პოლიცია უდარაჯებდეს და აკავებდეს, ალბათ არ მოისურვებენ ამ ფესტივალზე მისვლას,“ - განაცხადა დავით სუბელიანმა.

გამოძიება ნარკოტიუკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

 

დღის ამბები