03 მაისი 2024,   23:22
ვრცლად
ჩვენ პოლიტიკურ გუნდს როცა შეადარებ რაღაც საბჭოურ იდეოლოგიას, ჩემთვის ეს შეურაცხმყოფელია - ირაკლი სესიაშვილი

"არ აყვეთ პრეზიდენტს და არ უპასუხოთ მის შეურაცხმყოფელ განცხადებებს" - "ქართული ოცნების" მიერ გაკეთებული ამ განცხადების შემდეგ უმრავლესობის ორი დეპუტატი დუმილს არღვევს. პრეზიდენტის ექსკლუზიურ ინტერვიუს "რუსთავი 2-თან" ზაქარია ქუცნაშვილი და ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურნენ.  პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების“ წევრის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, პრეზიდენტის პასუხისმგებლობა, თანამედროვე კონსტიტუციით მცირეა, თუმცა ეს არი ნიშნავს, რომ მისი პასუხიმგებლობა განულებულია.

“ჩემი ასოციაცია ამ კაცთან, ცხონებულ ბრეჟნევთან ასოცირდება, ბავშვი ვიყავი კაცებს კოცნიდა მახსოვს და მიკვირდა ძალიან ბავშვობაში და  ისე იმასაც გეტყვით, რომ მარგველაშვილი უფრო დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ბრეჟნევის ეპოქაში, ვიდრე ზაქარია. პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა, თანამედროვე კონსტიტუციით მცირე არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი პასუხიმგებლობა განულებულია. ჩვენ შეგვიძლია გადავშალოთ ძირითადი კანონი და ვნახოთ რა ევალება პრეზიდენტს და რაც ევალება აკეთებს თუ არა იმას სრულყოფილად და სრულად. გასაგებია რომ პარლამენტსაც აქვს თავის საკრიტიკო  და ჩვენ ვიღებთ ამ კრიტიკას და ვალდებული ვართ ვიყოთ თვითკრიტიკულები, მაგრამ ყველა ჩვენს მიმართ არის კრიტიკული, ჩვენც თვითკრიტიკულები ვართ და ახლა ცოტა იქეთაც, რომ გადავიხედოთ და გადავშალოთ კონსტიტუცია ვნახავთ, რომ იქაც არის მოვალეობები და ის მოვალეობები სრულდება? „- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, მისთვის განსაკუთრებულად მიუღებელი იყო ის, რომ გიორგი მარგველაშვილმა ეს პერიოდი და მმართველი გუნდის დამოკიდებულება შეადარა ბრეჟნევს და საბჭოთა ეპოქას.

“აბსოლუტურად გარდა იმისა, რომ უსაფუძვლოა ის კრიტიკა და დამოკიდებულება, რასაც ხშირ შემთხვევაში ბატონი გიორგი, "ქართული ოცნების" მიმართ ამბობს, ასევე უსაფუძვლოა ეს შეურაცხყოფის დისკუსი და აქ ჩვენ წერტილი უნდა დავუსვათ. არც დრო გვაქვს, არც რესურსი და არაფრის მომტანი არ არის ეს. ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ ამ შეურაცხყოფებს ავყვეთ. ჯობია და ასეც ვაკეთებთ, რომ ჩვენს დროს და რესურსს ვხარჯავთ საქმის კეთებაში. ძალიან ბევრი რამე მითუმეტეს ამ ვიზიტის შემდგომ გასაკეთებელი და ამაზე ვახდენთ ორიენტირებას. ჩვენ პოლიტიკურ გუნდს როცა შეადარებ რაღაც საბჭოურ იდეოლოგიას, ჩემთვის ეს შეურაცხმყოფელია. არც მასზე ნაკლები მიბრძოლია დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისთვის  და არც არავის ვეჯიბრები ამაში. მე ვაკეთებ საქმეს და აქ ჩემი შედარება, რიგითი წევრი ვარ, არის და ცდება თუნდაც ადამიანურ მიდგომას,“ - აღნიშნა სესიაშვილმა.

დღის ამბები