04 მაისი 2024,   07:34
ვრცლად
საქსტატის ინფორმაციით ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი გაზრდილია

ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი გაზრდილია. სტატისტიკის დეპარტამენტი 2017 წლის ივლისის მონაცემებს აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით ფასები გაზრდილია სურსათზე, უალკოჰოლო სასმელებზე, საწვავზე.

“ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა მოახდინა ფასების ცვალებადობამ, სამ სასაქონლო ჯგუფში, ეს გახლავთ: პირველი, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ჯგუფში ფასები დაახლოებით 7%-ით გაიზარდა, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ სამომხმარებლო კალათის დიდი წილით არის წარმომდგენელი, დაახლოებთ 30%-ით, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელის ფორმირებაზე დაახლოებით 2%-ზე მეტი პროცენტული პუნქტი შეიტანა. რაც შეეხება მეორე ჯგუფს ეს გახლავთ, ტრანსპორტის ჯგუფი, მოგეხსენებათ აქ ძირითადად გავლენას ახდენს ფასების მატება საწვავზე, ბენზინზე და დიზელზე დაახლოებით 22%-ით არის გაზრდილი“ - განაცხადა „საქსტატის“ უფროსის მოადგილემ გოგიტა თოდრაძემ.

ოპოზიციაში ასევე საუბრობენ გადასახადების გაზრდაზე და აცხადებენ, რომ ელექტრო ენერგიაზე და ბუნებრივ აირზე ფასების გაზრდა გამოიწვევს სხვა პროდუქტზე ფასების გაზრდას.  

ოპოზიციის ამ მოსაზრებას არ ეთანხმება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი  ილია ელოშვილი და აცხადებს, რომ უმჯობესია ზუსტ მონაცემებს დაველოდოთ.

“დაველოდოთ მონაცემებს და ანალიზს რამდენად გაიზრდება. პირდაპირი გავლენა ამას არ ექნება ფასებზე, თუ გამოიწვევს ამას ანალიზი გვაჩვენებს,“ - განაცხადა ელოშვილმა.

დღის ამბები