03 მაისი 2024,   19:58
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" საარჩევნო ნომერი 2 იქნება

„ევროპული საქართველო“ პოლიტსაბჭოს პირველ გასვლით სხდომას ბაზალეთში მართავს, რომელზეც საარჩევნო სტრატეგიას და საარჩევნო სიებს განიხილავენ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრის დავით ბაქრაძის თქმით, გასვლით სხდომაზე, პარტიისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს.

„დამტკიცდა არჩევნებთან დაკავშირებული საარჩევნო სტრატეგია, დამტკიცდა პარტიის საარჩვენო პროგრამა, რომელსაც უახლოეს მომავალში, ყველა ჩვენი წარმომადგენელი მიიტანს თითოეულ რეგიონში, იმისთვის, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა იცოდეს, რას ჰპირდება მას „ევროპული საქართველო,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, ყველა რაიონისთვის, საპენსიო დანამატების რაოდენობა უკვე დამტკიცებულია. მან ასევე დაასახელა საარჩევნო ნომერი, რომლითაც პარტია არჩევნებში მიიღებს მონაწეილეობას.

„დღეს მივიღეთ გადაწყევტილება და დამტკიცდა, რომ მომავალ არჩევნებში, "ევროპული საქართველოს" საარჩევნო ნომერი იქნება 2,“ - აცხადებს ბაქრაძე.

ბრიფინგზე განცხადება გააკეთა პარტია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ, რომელმაც განაცხადა, რომ თბილისში მაცხოვრებლები პენსიონრები,  ქალაქის მერიიდან 50 ლარიან დანამატს მიიღებენ. მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა 70 ლარით გაზრდილ დახმარებას მიიღებენ. ელენე ხოშტარია სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 30-35 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება ჩვენი პროექტების განხორციელების შედეგად. ჩვენი ქალაქი უნდა გახდეს მოსახერხებელი ცხოვრებისთვის,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები