04 მაისი 2024,   07:36
ვრცლად
6 სექტემბერს ოპოზიცია სტრასბურგში ვენეციის კომისიასთან შესახვედრად ჩავა

6 სექტემბერს ოპოზიცია სტრასბურგში ვენეციის კომისიასთან შესახვედრად ჩავა. ინტერპარტიული ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ იმსჯელეს იმაზე, თუ რა წინადადებები უნდა ჰქონდეთ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ოპოზიციურ ერთიანობას. 

“ქართულ ოცნებას" ჩვენმა ევროპელმა მხარდამჭერებმა და საქართველოს დემოკრატიაზე მზრუნველებმა სილა გააწნეს ამ პოზიციით, რაც მათ დააფიქსირეს ამ წერილში. შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობის შენარჩუნება, რომ ეს პირველ რაუნდში გამარჯვება საბოლოო გამარჯვებად ვაქციოთ და საბოლოო გამარჯვება უნდა იყოს კონსტიტუცია, რომელიც პასუხობს საზოგადოების ინტერესებს“ - განაცხადა  პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები