03 მაისი 2024,   21:46
ვრცლად
ბორელიოზი ანუ ლაიმის დაავადება - ინფექციით დაინფიცირებულთა რიცხვმა თბილისში იმატა 

სპეციალისტები ბორელიოზით ანუ ლაიმის დაავადებით დაინფიცირებულთა გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობენ.

ბორელიოზი, იგივე ლაიმის დაავადება ევროპაში ფართოდ გავრცელებული ინფექციაა. სხეული ტკიპის კბენით ინფიცირდება. ინფექცია ნერვული სისტემის მოშლას, მუდმივ დაღლილობას, სახსრების დაავადებებს, კუნთების ტკივილს, მხედველობის გაორებას და თავის ტკივილს იწვევს.

დერმატოლოგები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოში ინფექცია ბალტიის ქვეყნებიდან ან რუსეთიდანაა შემოსული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კი მოსახლეობის ინფორმირებას სათანადოდ ამ დრომზე ვერ ახერხებს.

დერმატოლოგებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, სადაც ამბობენ რომ უწყების ვებ გვერდზე ინფორმაცია საჯაროა.

ბორელიოზით ინფიცირებულთა შემთხვევები რეგიონების გარდა თბილისის შემოგარენში ლისზე, კუს ტბასა და იპოდრომზეა დაფიქსირებული.

ბორელიოზით ანუ იგივე ლაიმის დაავადებით გასულ წელს საქართველოში ოფიციალურად100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღის ამბები