04 მაისი 2024,   06:48
ვრცლად
მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის მიერ "კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადებები შეურაცხყოფად მიიღო 

პრეზიდენტის მიერ "კურიერისთვის" მიცემული ინტერვიუთი "ქართული ოცნება" შეურაცხყოფილი დარჩა. მმართველი პარტია ინტერვიუს იმ ნაწილმა გააღიზიანა, სადაც პრეზიდენტი სახელისუფლებო გუნდსა და ბრეჟნევის ეპოქას შორის პარალელებს ავლებს. საპარლამენტო უმრავლესობამ ჯერ პრეზიდენტს საგანგებო განცხადებით უპასუხა, გააკრიტიკა და დეპუტატებს მოუწოდა არ გაეკეთებინათ კომენტარები პრეზიდენტის ინტერვიუზე, თუმცა დუმილი დღეს ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად კიდევ ერთმა დეპუტატმა დაარღვია. გიორგი მარგველაშვილს მმართველი გუნდიდან ირაკლი სოსიაშვილმაც უპასუხა, კომუნისტურ პარტიასთან პარალელმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეც შეურაცხყოფილი დატოვა.

რატომ ესხმის თავს მმართველი პარტია პერმანენტულად ქვეყნის პირველ პირს, ამაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკუთარი არგუმენტები აქვთ. ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილთან ქრონიკული პოლემიკით მმართველ გუნდს მთავარი პრობლემებიდან ყურადღების გადატანა უნდა.

დღესვე 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ წერილი გაავრცელა, მესამე სექტორი პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ანა დოლიძის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებს. არასამთავრობო ორგანიზაციები განმარტავენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებამ, შესაძლოა, საჯარო მოსამსახურეთა აზრის გამოხატვის თვით შეზღუდვა გამოიწვიოს.

 

 

 

 

დღის ამბები