03 მაისი 2024,   23:00
ვრცლად
პრეცენდენტი რუსეთისთვის საქართველოსა და უკრაინაში აგრესიის გამო საქნქციების დაწესებაზე - აშშ-ის ახალი კანონი ძალაში შევიდა

ვაშინგტონის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა. კონგრესის ორივე პალატის მიერ მიღებულ კანონში დეტალურად არის გაწერილი რუსეთის ყველა ქმედება, შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ჩათვლით, რომელიც საერთაშორისო სამართლის დარღვევად არის შეფასებული და რომლებმაც მოსკოვისთვის დამატებითი სანქციების დაწესება განაპირობა. დონალდ ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელიც ამერიკის ლიდერს სანქციების ერთპიროვნულად გაუქმებას უზღუდავს.

ეს არის პრეცენდენტი, როდესაც რუსეთს სანქციებს უწესებენ საქართველოში და უკრაინაში აგრესიის გამოც. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ კანონპროექტში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები. ნათქვამია, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, არ ასრულებს 2008 წელს მიღებულ შეთანხმებას.

სანქციების გაუქმება ან შესუსტება აქამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტს მისი განკარგულებით შეეძლო. ახალი კანონით კი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნა პრეზიდენტს უკვე ერთპიროვნულად არ შეუძლია. ამის ძალაუფლება მისი ხელიდან კონგრესში გადავიდა. სანქციების მოხსნის სურვილის შემთხვევაში პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს უნდა დაუსაბუთოს, თუ რატომ იქნება ეს გადაწყვეტილება ეროვნული ინტერესებისთვის აუცილებელი. ამერიკის პრეზიდენტმა დღეს "ტვიტერში" დაწერა, რომ რუსეთთან ურთიერთობა სახიფათოდ დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა და ამისთვის კონგრესს უნდა ვუმადლოდეთ.

დღის ამბები