03 მაისი 2024,   20:08
ვრცლად
„შეგნებული მავნებლობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“ - გიორგი ტუღუში სერგეენკოს განცხადებაზე

„ეს არის როგორც მინიმუმ, შეგნებული მავნებლობა ხელისუფლების მხრიდან საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ,“ - ეს შეფასება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა გიორგი ტუღუშმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას გააკეთა.

დავით სერგეენკოს განცხადებას მცოცავი ოკუპაციის არარსებობის შესახებ, კრიტიკული შეფასებები მოყვა საპარლამენტო ოპოზიცის წევრების მხრიდან.

„როგორ უნდა მოვახდინოთ ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირება და ასევე მათი მხრიდან ზეწოლის განხორციელება რუსეთზე, როდესაც, საკუთარი ხელისუფლება მსგავსი მავნებლობით არის დაკავებული და საუბრობს იმაზე, რომ თურმე ოკუპაცია არ მომხდარა და რასაც ვხედავთ, ეს არის ნორმალური პროცესი,“ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა. 

დღის ამბები