04 მაისი 2024,   03:33
ვრცლად
დავით უსუფაშვილის პარტიის თბილსის მერობის კანდიდატი თენგო შერგელაშვილი იქნება

დავით უსუფაშვილის ახალმა პოლიტიკურმა პარტიამ "შენების მოძრაობა" თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმდჯომარეობის კანდიდატები წარადგინა. "შენების მოძრაობის" თბილსის მერობის კანდიდატი თენგო შერგელაშვილი იქნება.

ამასთან დაკავშირებით სპეციალური პრეს კონფერენცია გაიმართა. დავით უსუფაშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მან „შენების მოძრაობის“ თბილისის საარჩევნო გუდის წევრები წარადგინა.

„2020 წელს ჩვენ დაგეგმილი გვაქვს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება, 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ გვექნება სერიოზული ამბიცია.“

„ეს ის ხალხია, ვინც თბილისის არჩევნებში წარსდგება სხვადასხვა სტატუსით. ნაწილი მათგანი იქნებიან მაჟორიტარი კანდიდატები, სხვები ამ კანდიდატებს დაეხმარებიან და ჩვენ ამ არჩევნებში „შენების  მოძრაობას“ წარმოვაჩენთ, როგორც მძლავრ აღმშენებლობით ძალას საქართველოში. ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის მზიანი,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა დღესვე მერობის კანდიდატის გამოცდილებაზე ისაუბრა და მას წარმატება უსურვა.

„შენების მოძრაობა“ ქართველ ხალს პირდება, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გზას გაუხსნის მაღალი რანგის პროფესიონალებს,“ - აღნიშნა უსუფაშვილმა.

დღის ამბები