02 მაისი 2024,   08:15
ვრცლად
ამერიკის ელჩმა 8 აგვისტოს შინდისის შეტაკებაში გმირულად დაღუპულ მეომართა მემორიალი გვირგვინებით შეამკო

ამერიკის ელჩმა 8 აგვისტოს შინდისის შეტაკებაში გმირულად დაღუპულ მეომართა მემორიალი გვირგვინებით შეამკო. იან კელიმ ამერიკის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაფიქსირა.

„დღევანდელ დღეს ამ ადგილას თითოეულმა ჩვენგანმა თავისუფლების ფასი უნდა გააცნობიეროს. ჩვენ წმინდა ადგილზე ვიმყოფებით, სადაც ახალგაზრდა ქართველებმა სიცოცხლე გაწირეს არამხოლოდ თქვენი, არამედ, ასევე ჩვენი და ყველა იმ ადამიანის თავისუფლებისთვის, რომელსაც სწამს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავისუფლად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი გმირი დაბრუნდა სამშობლოში, ვგულისხმობ სერჟანტ ბებიაშვილს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ამ დიდებულ ღირებულებას შესწირა. ეს ძალიან დიდი საფასურია,“ - აცხადებს იან კელი.

იან კელიმ აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. შინდისში სხვა ოფიციალური პირებიც იმყოფებოდნენ.

დღის ამბები