02 მაისი 2024,   15:08
ვრცლად
აგვისტოს ომის მე-9 წლისთავზე ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთს სტუმრობს

აგვისტოს ომის მე-9 წლისთავზე ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთს სტუმრობს. რუსეთის ლიდერი ბიჭვინთაში რაულ ხაჯიმბას ხვდება.

მოლაპარაკებების დასრულების მედიისთვის ორივე ერთობლივ განცხადებას გააკეთებს. რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა. დაგეგმილია გაფართოებული შეხვედრაც რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებსა და საოკუპაციო რეჟიმის ეგრეთ წოდებულ მინისტრებს შორის. საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის გარდა, დაგეგმილია მოლაპარაკებები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრებსა და რუსეთის დელეგაციის წევრებს შორის.

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს აგვისტოს ომის მე-9 წლისთავს ამთხვევს.

რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში "ისტორიული უსამართლობის დაკანონების მცდელობად" აფასებენ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები