02 მაისი 2024,   15:23
ვრცლად
აგვისტოს უმძიმესი დღეები - დაღუპული გმირების ოჯახის წევრების შეხვედრის ადგილი მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოა 

აგვიტოს უმძიმესმა დღეებმა საქართველოს დაუტოვა გმირები, რომელთა სახელები თაობებს გადაეცემა. უკვე 9 წელია, ქვეყნისთვის თავდადებული ჯარისკაცების ოჯახები ერთად იკრიბებიან, მათ შორის ის ბავშვები, რომლებსაც მამები არც უნახავთ, თუმცა იციან, რომ გმირების შვილები არიან.

მურთაზ რომელაშვილმა ომში 2 შვილი დაკარგა. შვილებს ის 6 თვის განმავლობაში ეძებდა. ერთის ცხედარი დღემდე არ დაუბრუნდა, მეორე კი მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოს მიაბარა.

ზოგიერთი ჯარისკაცის ადგილი ოჯახის წევრმა დაიკავა და ოფიცერი გახდა. პროფესიით თერაპევტმა სასწრაფოში თუ სამშობიაროში მუშაობის გამოცდილებით ფიცი მიიღო, მოგვიანებით 2 სამშვიდობო მისიაშიც მონაწილეობდა.

ყოველწლიურად 8 აგვისტოს სამხედრო სასაფლაოზე ომის ქვრივები და ობლები ერთად იკრიბებიან. ყოველი წლის აგვისტოში ამ დღეს მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე იკრიბებიან პოლიტიკოსებიც.  

მოსკოვის სამხედრო აგრესიამ ათეულობით ოჯახს შვილების ქმრების და მამების სახელები მემორიალურ დაფაზე დაუტოვა.

დღის ამბები