26 აპრილი 2024,   13:57
ვრცლად
მადრიდის რეალი სუპერთასის გამარჯვებულია

UEFA-ს სუპერთასისთვის ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის გამარჯვებულები -მადრიდის რეალი და მანჩესტერ იუნაიტედი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სამეფო კლუბის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

რეალი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა სათამაშო უპირატესობას. კაზემიროს და ისკოს გოლების შემდეგ ბლანკოსი დამაჯერებლად ამარცხებდა მეტოქეს, თუმცა ლუკაკუმ კეილორ ნავასის შეცდომით ისარგებლა და სხვაობა შეამცირა.

მადრიდის რეალი ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მესამედ გახდა სუპერთასის მფლობელი.

დღის ამბები