02 მაისი 2024,   08:34
ვრცლად
დღეს მივმართე პრემიერს გადადგომასთან დაკავშირებით - გურიის გუბერნატორი გადადგა

გურიის გუბერნატორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ეს ფაქტი კურიერს მისმა პრესსამსახურმა დაუდასტურა.

თავად გია სალუქვაძემ კურიერთან საუბრისას აღნიშნა, რომ ახალ სამსახურში გადადის. პრესსამსახურისთვის უცნობია, რას უკავშირდება სალუქვაძის გადადგომა.

„გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე იმის გამო, რომ ვთვლი, თვითმმართველობის არჩევნებიდან განვლილი პერიოდი, ოთხ წლიანი ციკლი დასრულდა. ახალი მუნიციპალიტეტის მერების წარდგენა დაიწყება გურიაში უახლოეს პერიოდში, ამის შესახებ მე საუბარი მქონდა ბატონ პრემიერთან ერთი თვის წინ, თუმცა, დასამთავრებელი იყო ძალიან დიდი პროექტი, რაც ეხება ცნობილი ბრენდების შემოყვანას,“ - აცხადებს გია სალუქვაძე.

 

დღის ამბები