02 მაისი 2024,   08:12
ვრცლად
კრიზისების მართვის საბჭო უნდა გაუქმდეს - ზალიკო უდუმაშვილი

თბილისის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი, კრიზისებისა და უსაფრთხოების მართვის საბჭოს გაუქმებას მოითხოვს.

მერობის კანდიდატის თქმით, გუშინ თბილისში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მინდია ჯანელიძის უწყება უმოქმედოა და მისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სამი მილიონ 500 ათასი ლარი წყალში იყრება.

უდუმაშვილის ინფორმაციით, ამ თანხის დიდი ნაწილი - 2 მილიონი ლარი, საბჭოს ხელფასებს ხმარდება.

„მთავრობაში სამი წელია, ფუნქციონირებს  კრიზისების მართვის საბჭო, თუმცა, რას ემსახურება ეს უწყება, დღემდე გაურკვეველია. რეალურად, კრიზისების მართვის საბჭო წარმოადგენს ქართული ოცნების პოლიტიკური პენსიონერების თავშესაფარს, რომლის შენახვა ბიუჯეტს ყოველწლიურად სამ მილიონ ნახევარი ლარი უჯდება. აქედან ორ მილიონ ნახევარი ლარი იხარჯება იმ დასაქმებული 78 ადამიანის სახელფასო ფონდზე, რაც დამეთანხმებით, ძალიან დიდი რიცხვია. ბოლო სამი წლის განმავლობაში კრიზისების მართვის საბჭომ ბიუჯეტიდან 20 მილიონზე მეტი მიიღო და სამაგიეროდ რა მიიღო ქვეყანამ? ამიტომ, კრიზისების მართვის საბჭო უნდა გაუქმდეს, გამოთავისუფლებული თანხები კი შესაბამისი უწყებების ტექნიკურ აღჭურვას და გაძლიერებას უნდა მოხმარდეს,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა. 

დღის ამბები