04 მაისი 2024,   04:06
ვრცლად
ავარია თბილისში - ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და მოტოციკლი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და მოტოციკლი შეეჯახა.

ინციდენტი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა, რომელიც ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავი2-თან საუბრისას განაცხადა, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები