03 მაისი 2024,   23:52
ვრცლად
სოფელ ტყაიადან ოკუპანტებმა კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს

სამეგრელოში, სოფელ ტყაიაში, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმისწევრებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს.

თენგიზ მიქავას ახლობლებმა მისი გატაცების შესახებ ნახევარი საათის წინ შეიტყვეს. ისინი აცხადებენ, რომ თენგიზ მიქავა სათევზაოდ იყო წასული.

ოჯახის წევრებს ოფიციალურად ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.

რუსთავი2-ის ინფორმაციით, თენგიზ მიქავა გალის იზოლატორში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ამავე ტერიტორიიდან გუშინ ოკუპანტებმა უტა სამუშია გაიტაცეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები