04 მაისი 2024,   01:01
ვრცლად
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა

დღეს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსთავი2-ს დაუდასტურეს.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში რუსთავი2-ს განუცხადეს, მამაკაცს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ის საავამყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გარდაცვლილი 30 წლამდე მამაკაცია. 

საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

ამავე თემაზე
დღის ამბები