03 მაისი 2024,   22:37
ვრცლად
ავიაკატასტროფა ყაზახეთში - თვითმფრინავი სასწავლო-საწვრთნელი დავალების შესრულების დროს ჩამოვარდა და აფეთქდა 

ავიაკატასტროფა ყაზახეთში - სამოქალაქო ავიაციის აკადემიის კუთვნილი თვითმფრინავი ალმაატის მახლობლად, აეროდრომიდან ორი კილომეტრის დაშორებით, ჩამოვარდა და აფეთქდა.

ბორტზე პილოტი-ინსტრუქტორი და კურსანტი იმყოფებოდნენ. ორივე მათგანი დაიღუპა.

კატასტროფის დროს თვითმფრინავი სასწავლო-საწვრთნელ დავალებას ასრულებდა.

მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები