03 მაისი 2024,   19:32
ვრცლად
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მშობლიურ სოფელში სამხედრო პატივით დაკრძალეს

ავღანეთში დაღუპული უმცროსი სერჟანტი მდინარ ბებიაშვილი მშობლიურ სოფელში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ცხედარი ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

ქართველ ჯარისკაცს პატივი მიაგეს თავდაცვის მინისტრმა, მთავრობის წევრებმა და დეპუტატებმა.

II ქვეითი ბრიგადის 23 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა

„ახალგაზრდა კაცმა გვიჩვენა მაღალი პროფესიონალიზმი, ქვეყნისთვის თავდადება და დატოვა წაუშლელი კვალი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მის სახელს საქართველო არასდროს არ დაივიწყებს,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების  თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, აცხადებს, რომ უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა.

„ის იყო გმირი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ემსახურებოდა თავისი ქვეყნის ინტერესებს და საკუთარ თავზე უფრო მეტად მოუფრთხილდა ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები