04 მაისი 2024,   01:55
ვრცლად
ხანძარი ესპანეთის ცენტრალურ რეგიონში - განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია

ესპანეთში კვლავ ხანძარს ებრძვიან. ამჯერად ცეცხლი ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში გაჩნდა და ქარის გამო სწრაფად გავრცელდა.

ქალაქ გვადალახარიდან უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

სამაშველო ოპერაციაში 11 სახანძრო ბრიგადა ჩაერთო და რამდენიმე საათში ცეცხლის ლოკალიზებაც მოხერხდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

დღის ამბები