03 მაისი 2024,   19:51
ვრცლად
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთისა და გურიის გუბერნატორობის პოზიციებზე 2 კანდიდატი განიხილება

რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, სავარაუდოდ, არჩილ ჯაფარიძე გახდება. ის გასული არჩევნების დროს ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსის პოსტს იკავებდა და ასევე გუბერნატორის პირველი მოადგილეა. გურიის რწმუნებულად კი მერაბ ჭანუკვაძე - ოზურგეთის მოქმედი გამგებელი, სახელდება.

„არ ყოფილა არანაირი შემოთავაზება, არც კონსულტაციები ყოფილა ამასთან დაკავშირებით, გამორიცხული არაფერია, სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით,“ - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ.

არჩილ ჯაფარიძე კი არ გამორიცხავს, რომ მისი გუბერნატორად დანიშვნის საკითხი განიხილებოდეს.

„შესაძლოა, განიხილებოდეს. ეს ბუნებრივიც არის, რომ პირველი მოადგილე გუბერნატორის შეიძლება, განიხილებოდეს. ამ საკითხზე კონსულტაციები არ ყოფილა. გუნდის წევრი ვარ და შესაძლებელია კანდიდატურა განიხილებოდეს,“ - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

ოფიციალური ინფორმაციით, გუბერნატორები პოსტიდან საკუთარი ნებით წავიდნენ, თუმცა არის ეჭვი, რომ ისინი მთავრობის ახალ საარჩევნო სტრატეგიას შეეწირნენ. ამ საკადრო გადაწყვეტილებამდე პოსტი კიდევ ორმა გუბერნატორმა დატოვა.

შეგახსებეთ, რომ 2 გუბერნატორის გადადგომის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები