04 მაისი 2024,   02:58
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი არჩევნებამდე თბილისის ყველა უბანში აპირებს ცხოვრებას

ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ, წინასაარჩევნოდ დროებით მისამართის შეცვლა გადაწყვიტა. ახალი კამპანიის ფარგლებში ელენე ხოშტარია მოსახლეობასთან ერთად იცხოვრებს. პირველი ადგილი, სადაც ის მივიდა და ცხოვრობს, გლდანია.

ელენე ხოშტარია საარჩევნო კამპანიის დასრულებამდე მისამართს კიდევ რამდენჯერმე შეიცვლის. აპირებს, რომ თბილისის თითქმის ყველა უბანში იცხოვროს და ადგილობრივებთან ერთად რამდენიმე დღე გაატაროს. მერობის კანდიდატს მიაჩნია, რომ ამ გზით ამომრჩევლების პრობლემების გაცნობას და მათი ნდობის მოპოვებას უკეთ შეძლებს.

ელენე ხოშტარია მოსახლეობასთან შეხვედრებს დილით ადრე იწყებს. გლდანელების პრობლემებს ისმენს თონეში, ბაზრობებზე, დევნილთა დასახლებებში.

ელენე ხოშტარია ახალი კამპანიის ფარგლებში თბილისის თითქმის ყველა უბანს მოივლის. მორიგი მისამართი, სადაც მერობის კანდიდატი გაჩერდება, სანზონაში დევნილების კომპაქტური დასახლებაა.

დღის ამბები