02 მაისი 2024,   02:09
ვრცლად
ალეკო ელისაშვილი ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ საზოგადოებასთან - ლაშა მესხი

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს პარტია თავისუფალმა დემოკრატებმა ცოტა ხნის წინ მხარი დაუჭირა, თუმცა, დღეს პარტიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლიდანაც ირკვევა, რომ თავისუფალი დემოკრატები 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ.

დამოუკიდებელი კანდიდატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ლაშა მესხი, აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია და ის ანგარიშვალდებული მხოლოდ საზოგადოების წინაშე იქნება.

„ალეკო ელისაშვილმა გაითვალისწინა ხალხის დაკვეთა, ხალხის პოზიცია. ის იყო, არის და იქნება საზოგადოების ინტერესის გამტარებელი და რეალურად, ხალხზე დამოკიდებული იქნება მისი გამარჯვება და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასა ან ბიზნეს ელიტაზე.

„ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებთ, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, ეს ასე იყო და ასე იქნება იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების დაკვეთა არის ასეთი და ალეკო ელისაშვილი ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ საზოგადოებასთან,“ - განაცხადა ლაშა მესხმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები