26 აპრილი 2024,   14:51
ვრცლად
მრავალეროვანი სწავლებისათვის დისლოცირებული სამხედრო ტექნიკა საქართველოს რამდენიმე დღეში დატოვებს

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მრავალეროვანი სამხედრო სწავლება საჩვენებელი წვრთნით დასრულდა. 2800-მა სამხედრო მოსამსახურემ მიწვეულ სტუმრებს თავდაცვის და შეტევის ოპერაციები აჩვენა. საველე სწავლების სცენარში მონაწილეობდა ამერიკული ტექნიკაც.

წვრთნების დახურვის საზეიმო ცერემონია გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო.

მრავალეროვანი წვრთნების ბოლოს თავდაცვის მინისტრმა უწყებრივი მედლით სწავლების შტაბის ამერიკელი და ქართველი ოფიცრები დააჯილდოვა.

ღირსეული პარტნიორის სამხედრო სწავლებას საქართველომ უკვე მესამედ უმასპინძლა. წელს წვრთნებში გერმანია პირველად ჩაერთო. სწავლებაშინატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა მონაწილეობდა.

მრავალეროვნული სწავლებისათვის დისლოცირებული სამხედრო ტექნიკა საქართველოს რამდენიმე დღეში დატოვებს.

დღის ამბები